07:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 16:40:33, 563 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის თავმჯდომარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე  პაპუნა უგრეხელიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)  წარმომადგენლებს შეხვდა .

შეხვედრაზე პაპუნა უგრეხელიძემ  უცხოელ სპეციალისტებს ქვეყანაში  არსებული საკადასტრო მდგომარეობის, უძრავი ქონების ბაზრის, სარეგისტრაციო  პროცედურების, მონაცემთა სიზუსტის, აქტებისა და მიწის რეგისტრაციის რუკაზე ასახვის, მიწის ნაკვეთებისა და საკუთრების უფლებების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისიის წარმომადგენლები მიწის ადმინისტრირების პროცესში GIS-ის როლისა და უძრავი ქონების მფლობელობის შესახებ სტატისტიკითაც დაინტერესდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა  მფლობელობის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, აღსრულებასთან მიმართებაში მისაღები ზომები, სახელმწიფო და კერძო საკუთრება, საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ინვენტარის საერთო ღირებულების შესახებ მონაცემები და ფისკალური კადასტრის საიმედოობაც განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics