10:06 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 10:37:49, 556 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის მეწარმეობის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს

ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის მეწარმეობის განვითარების  ცენტრს უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. დავით ნარმანიას განმარტებით, ცენტრი 2015 წლის  მარტის პირველ ნახევარში აშენდება და მას შემდეგ, რა ცენტრი ოფიციალურად შეიქმნება, ალექსანდრე მარგიშვილი ვიცე-მერის თანამდებობას დატოვებს.

მერიაში განმარტავენ, რომ მარგიშვილის გადადგომის შესახებ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია დღევანდელ განცხადებას არ უკავშირდება. ნარმანიას თქმით, თბილისის მერია მეწარმეობის განვითარების ცენტრის შექმნაზე 3 კვირაზე მეტია მუშაობს, რადგან მიაჩნიათ, რომ მეწარმეებს დედაქალაქის  მერიისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

"მერიაში შეიქმნა თბილისის მეწარმეობის განვითარების ცენტრი, რომლის მიზანი იქნება მეწარმეობის განვითარება და მისი ხელშეწყობა. შესაბამისად, ის სასითხები, რომლებიც მეწარმეებს აწუხებს, თბილისის მერიაში უნდა განხორციელდეს. იმუშავებს ცენტრი იმაზე, რომ ხელი შუეწყოს, ან მოემსახუროს ინვესტორებს,  წაახალისოს მათი საქმიანობა და დაეხმაროს მათ კაპიტალ დაბანდებებში  და სამეწარმეო უნარ ჩვევების განვითარებაში. 2015 წლის მარტის პირველ ნახევარში აშენდება ცენტრი, რომელსაც მერის დავალებით ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს.მას შემდეგ,  რაც ცენტრი ოფიციალურად შეიქმნება, ალექსანდრე მარგიშვილი ვიცე-მერის მოვალეობას აღარ შეასრულებს. გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ამ განცხადებას არ უკავშირდება. ამაზე თბილისის მერია 3 კვირაზე მეტია  მუშაობს. მეწარმეებს თბილისის მერიისგან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ",-განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics