10:26 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-02 21:16:48, 1862 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - დიდი მადლობა კოლეგებს, დღეიდან პროცესი იწყება

დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ჩიხში, ხოლო "ოპოზიციის ალიანსი" საზოგადოებისთვის მათი ნომერ პირველი გზავნილია. - აცხადებს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

"ოპოზიციური ალიანსი" შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ნომერ პირველი გზავნილი მთლიანად საზოგადოებისთვის არის. დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ჩიხში, კრიზისში, შესაბამისად ჩვენ გვსურს თანხმობა, ყველა იმ ადამიანთან, ვისაც სურს სამართლიანობა ქვეყანაში, ვისაც სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ვისაც სურს, რომ ამ ქვეყანაში ყველა ვიყოთ თანაბარი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს რეგიონის ლიდერი, რომ ვიყოთ ამაყი ჩვენი ქვეყნით, რომ ვიაროთ წელგამართული არამარტო ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ის რაც გვიშლის ხელს, არ არის საზოგადოების დიდი ნაწილი, ეს არის რამდენიმე ადამიანი, რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, "ოცნების" წევრები, რომლებიც ტყუილით, სიძულვილის ენით და ნგრევით საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან. 

ჩვენი გზავნილია ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება, საქმის კეთება - ამისთვის გვჭირდება ბევრი შრომა და ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი დღე არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ... დიდი მადლობა კოლეგებს, დღეიდან პროცესი იწყება," - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები გამარჯვების საერთო სტრატეგიაზე და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ. 

"დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics