2026-03-02 11:29:46, 1998 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერია - კალაძე აბუ დაბიში იმყოფებოდა და ჯერ გამოფრენას ვერ ახერხებს
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბუ დაბიში იმყოფებოდა და ჯერ გამოფრენას ვერ ახერხებს.
„თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
დაბადების დღის აღსანიშნად წასული კახა კალაძე ცოლთან და თანმხლებ პირებთან ერთად, დუბაიში "ჩარჩა", რადგან აშშ-ისრაელის თავდასხმაზე ირანის საპასუხო იერიშების გამო, ავიარეისები გაუქმდა. - ამის შესახებ, ინფორმაციას გამოცემა "ტაბულა" ავრცელებს.
კალაძესთან და მის ცოლთან, ანუკი არეშიძესთან ერთად დუბაიში იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ასევე, ფეხბურთელი კობა ამისულაშვილი და მისი ცოლი - ნინი ზარქუა. აღსანიშნავია, რომ ზარქუამ Instagram-ის სთორიზე მხოლოდ ამისულაშვილის ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,