03:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-01 14:27:22, 856 ნახვა

მსოფლიო
ხამენეი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ნებისმიერი აგრესია რეგიონულ კონფლიქტში გადაიზრდება

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო აგრესია ორ ქვეყანას შორის ომით არ შემოიფარგლება, ამჯერად კი სრულმასშტაბიან რეგიონულ კონფლიქტში გადაიზრდება. ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, ხამენეიმ განაცხადა.

მან დასძინა, რომ ირანელ ხალხს არ უნდა ეშინოდეს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის განცხადებების ახლო აღმოსავლეთში დიდი რაოდენობით იარაღის გადაცემის შესახებ: „ჩვენ არ ვიწყებთ ომებს და არ გვსურს არცერთ ქვეყანაზე თავდასხმა, მაგრამ ირანელი ხალხი მტკიცედ მოგერიებს ყველას, ვინც თავს დაესხმება და ზიანს აყენებს“.

გარდა ამისა, ხამენეიმ ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ არეულობებზე კომენტარი გააკეთა: „ბოლო დროს მომხდარი აჯანყება გადატრიალებას ჰგავდა. რა თქმა უნდა, გადატრიალება ჩაახშეს. მათი მიზანი იყო ქვეყანაში მმართველობის მნიშვნელოვანი ცენტრების განადგურება და სწორედ ამიტომ თავს დაესხნენ პოლიციას, სამთავრობო დაწესებულებებს, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ცენტრებს, ბანკებსა და მეჩეთებს, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ყურანს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics