2024-06-06 14:41:21, 689 ნახვა
რეგიონი
ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სხდომა გაიმართა
დღეს, ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომისიის თავმჯდომარის იმედა ვასაძის ხელმძღვანელობით სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში სულ 34 განაცხადი შემოვიდა.
კომისიის წევრებმა, პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისობის მიხედვით იდეები განიხილეს.
მომდევნო კვირიდან, ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის კომისია იდეის ავტორებთან ადგილზე ვიზიტს განახორციელებს.
პროგრამის მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),