2015-02-05 14:45:46, 588 ნახვა
პოლიტიკა
კომიტეტში გოგა ხაჩიძის ინიციატივას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
საკანონმდებლო ორგანოში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის გოგა ხაჩიძის ინიციატივას „უფასო ფულის შესახებ“, რომელიც პენსიის გაზრდას და კანონპროექტს ეხება, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ხაჩიძემ მთავრობას პენსიების 220 ლარამდე გაზრდა და წინასაარჩევნო დაპირების შესრულება მოუწოდა.
უმრავლესობის წარმომადგენელმა ნოდარ ებანოიძემ, გოგა ხაჩიძეს ტაკიმასხარა უწოდა.
ამასთან, ებანოიძეს გოგა ხაჩიძემ კითხვით მიმართა: „რადგან ბუსუსებიან პრეზერვატივზე არ ვლაპარაკობ ტაკიმასხარა ვარ?
დეპუტატების სიტყვიერ დაპირისპირებაში უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე ჩაერთო.
„ბუსუსებიანი პრეზერვატივი თავზე უნდა წამოგაცვათ“,-განუცხადა ნიშნიანიძემ ხაჩიძეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან