2015-02-04 11:57:31, 608 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი წითელი ჯვრის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე წითელი ჯვრის საზოგადოების პროექტის „სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის საქართველოში ერთობლივად ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს ერთობლივი სოციალური სერვისები ეფექტური რეაგირებისათვის დაუცველი ჯგუფების საჭირობებზე დაყრდნობით, რაც მიზნობრივ ჯგუფებს საშუალებას მისცემს მიიღონ მეტი სარგებელი და მოახდინონ გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართვით.
პროექტის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, დანიის წითელი ჯვარი, შვეიცარიის განვითარების სააგენტო და და ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან