2015-02-03 15:49:04, 576 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: უკრაინის ტერიტორიაზე ადეიშვილის გადაადგილებაზე გადაწყვეტილება უკრაინის მხარემ უნდა მიიღოს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის უკრაინაში ყოფნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
თალაკვაძის თქმით, უკრაინის მხარისთვის საქართველოს ყველა დოკუმენტაცია აქვს გადაგზავნილი და მის გადაადგილებაზე გადაწყვეტილება უკრაინის მხარემ უნდა მიიღოს.
„ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარისთვის არის გადაცემული ყველა სათანადო დოკუმენტაცია, არის პროცედურა დასრულებული. ხოლო გადაწყვეტილებები უკვე, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე ბატონი ადეიშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით, უნდა მიიღოს უკრაინის მხარემ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაშია. ის ამ დროისთვის უკრაინაში იმყოფება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან