10:24 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 12:58:53, 1243 ნახვა

სხვადასხვა
შსს-ს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის პოლიციას ეწვია

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ივანე პაპიაშვილი, ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ჩიკვაიძე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ ძაგნიძე ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის შსს-ს პოლიციას ეწვივნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების დროს ქართულ დელეგაციას ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის გენერალური კომისარი ლინას პერნავასი, მისი მოადგილე ედვარდას შილერისი, კრიმინალური პოლიციის ბიუროს უფროსი როლანდას კიშკისი, მისი მოადგილეები ანჯეუს როგინსკისი და არტურას ბაზისი მასპინძლობდნენ.

ვიზიტის მიზანია ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის მიერ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გატარებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება, შემდგომში საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დანერგვის მიზნით, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და არალეგალური მიგრაციის პრევენციის  მიმართულებით საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. 2015 წლის 14 იანვრიდან ძალაში შევიდა „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება. შესაბამისად, აღნიშნული ვიზიტი შეთანხმების იმპლემენტაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics