2016-10-12 13:23:07, 869 ნახვა
პოლიტიკა რეგიონი
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტია შევიდა
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტია შევიდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით,5%-იანი ბარიერი „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა.
კერძოდ, ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 45%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ 29.7%-მა, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას“ 5.9%-მა, „პატრიოტა ალიანსმა“ კი, ხმათა 5.7% მოაგროვა.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, აჭარის ექვსივე ოლქში მეორე ტურის ჩატარებაა საჭირო, რადგან ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატმა ვერ მიიღო.
ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან