2016-10-08 09:45:22, 849 ნახვა
პოლიტიკა რეგიონი
უსკო: აჭარაში საარჩევნო პროცესი დარღვევებით დაიწყო
უსკო-ს თავმჯდომარის პარმენ ჯალაღანიას განცხადებით, ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, თუმცა რამდენიმე მათგანზე წილისყრის პროცედურებმა დარღვევით ჩაიარა.
როგორც ჯალაღანიამ აღნიშნა, დაგვიანებით მისული პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს.
"დილას, 7-დან 8 საათამდე წილის პროცედურებმა ძირითად დარღვევებით ჩაირა. რამდენიმე უბანზე იყო შემთხვევა; დაგვიანებით მისული პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს. ამ დროისთვის სხვა ტიპის დარღვევა არ ყოფილა.
რაც შეეხება 74 უბანს ამ უბანზე გვქნოდა შემთხვევა როდესაც ერთ-ერთი უბნის მდივანი შეუძლოდ გახდა, ერთ-ერთ უბანზე კომიისის თავჯდომარის მიერ იყო საპატრულო პოლიცია გამოძახებული, რადგან ადგილი ქონდა პარტის მიერ წილის ყრის პროცედურების შეშლას", - განაცხადა ჯალაღანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან