10:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 13:37:36, 883 ნახვა

რეგიონი
გელა სამხარაული ღვინის ფესტივალს დაესწრო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული ღვინის ფესტივალს დაესწრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტი გიორგი სამანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და მცირე ოჯახური მარნების მიერ დამზადებული ღვინოები.

 „მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიცაზიის თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის. ეს სფერო, ტრადიციასთან ერთად, ოჯახების შემოსავლის წყაროა. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მის ხელშეწყობას. ამოქმედებული პროგრამები და გახსნილი ღვინის ქარხნები, გასაღების ახალი ბაზრები, საერთაშორისო გამოფენები შედეგს აუცილებლად გამოიღებს“- განაცხადა გელა სამხარაულმა.

 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მესამე წელია, ღვინის ფესტივალი იმართება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics