2016-09-26 13:05:17, 1175 ნახვა
კომენტარი
გია შარვაშიძე: ოთხი წელი არ ვიქნები რექტორად, მეტს ვაპირებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გია შარვაშიძესა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ 16:00 საათზე გაიმართება აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელსაც სტუდენტებიც დაესწრებიან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დააყენებენ საკითხს, რომელიც გადასახადის გადახდის შესაძლებლობის არმქონე სტუდენტებისთვის ბაზების გახსნას ეხება.
„ოთხი წელი არ ვიქნები რექტორად, მეტს ვაპირებ. მეორე ვადაზეც ვგეგმავ განაცხადის შეტანას. ყველანი მზად ვართ უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებისათვის“ , - განაცხადა თსუ-ის რექტორმა გია შარვაშიძემ.
„.აუდიტორია #115-ის“ წევრები აკადემიურ საბჭოს სხდომას ელოდებიან. ისინი მანამდე დაშლას არ აპირებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან