2016-06-15 13:27:29, 1261 ნახვა
მსოფლიო
ორლანდოში, Disney-ის პარკში ალიგატორმა 2 წლის ბავშვი ტბაში ჩაითრია
ფლორიდის შტატის პოლიცია ორი წლის ბიჭუნას ეძებს, რომელიც ალიგატორმა Disney-ის გასართობ პარკში ტბაში ჩაითრია, - ამის შესახებ Reuters წერს.
როგორც მედია საშუალება წერს, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი ქალაქ ორლანდოს გარეუბანში, Disney-ის პარკში მდებარე ხელოვნური ტბის პირას მოხდა.
ნებრასკიდან ჩასული ოჯახი 3 ბავშვთან ერთად ტბის პირას ისვენებდა, როდესაც 2 წლის ბიჭუნას ალიგატორი თავს დაესხა. მამამ შვილის გადარჩენა სცადა, თუმცა უშედეგოდ.
მედიის იფნრომაციით, ამჟამად ბავშვს 50 სამართალდამცველი და ექსპერტი ეძებს.
Disney-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია მომხდარის გამო შეძრულია. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აქამდე ალიგატორების თავდასხმა პარკში არ მომხდარა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან