2016-06-09 14:06:27, 1292 ნახვა
მსოფლიო
თელ-ავივის ცენტრში სროლას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თელ-ავივის ცენტრში სავარაუდოდ ორმა პალესტინელმა ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაშავდა. 3 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცველების ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს, მეორე კი დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულია.
როგორც სააგენტო იუწყება, ინციდენტი ისრაელის სამხედრო შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს შენობების კომპლექსის მახლობლად მოხდა. თელ-ავივის ამ რაიონში ასევე მრავალი კაფე და რესტორანია განლაგებლი.
ერთ-ერთ კაფეს სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ კადრებში, რომლებიც ისრაელის ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს როგორ ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი მამაკაცი კაფეში მყოფ ხალხს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან