2016-06-09 13:47:49, 1340 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ტერიტორიაზე შესვლა რამადანის განმავლობაში 83 ათას პალესტინელს აუკრძალეს
ისრაელის ხელისუფლებამ მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის განმავლობაში ქვეყანაში შესვლა 83 ათას პალესტინელს აუკრძალეს, - ამის შესახებ BBC ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან და იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან პალესტინელებს ისრაელში ნათესავებთან სტუმრობა, ასევე იერუსალიმში რელიგიურ ცერემონიალებზე დასწრება და თელ-ავივის აეროპორტით სარგებლობა ეკრძალებათ.
როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პალესტინელები ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ ჰუმანიტარული და სამედიცინო მიზნებით შეძლებენ.
ისრაელმა აღნიშნულ ზომებს მას შემდეგ მიმართა, რაც თელ-ავივში 2 პალესტინელის მიერ ცეცხლის გახსნას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან