2016-05-16 11:37:26, 1243 ნახვა
მსოფლიო
იემენში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას პოლიციის 41 კურსანტი ემსხვერპლა
იემენის სამხრეთ ნაწილში, მუკალას პორტში “ისლამური სახელმწიფოს” წევრმა თავი აიფეთქა, რასაც პოლიციის 41 კურსანტი ემსხვერპლა, - ამის შესახებ Sky News Arabia იუწყება.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღემატება. მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სულ ორი აფეთქება მოხდა. თავდასხმის სამიზნეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარმოადგენდა, რომელიც ტერაქტს გადაურჩა, თუმცა დაიღუპა მისი დაცვის ექვსი წევრი.
ცნობისთვის, მუკალა ცოტა ხნის წინ სამთავრობო ძალების კონტროლის ქვეშ გადავიდა.
იემენში მთავრობასა და ჰუსიტ ამბოხებულებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტი უკვე ერთ წელზე მეტია, გრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან