16:47 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 15:35:14, 998 ნახვა

მსოფლიო
გრიგორი კარასინი: ავღანეთში, დაახლოებით 6 ათასამდე ბოევიკია

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" 2015 წლის ბოლოდან ავღანეთში თავის პოზიციებს განამტკიცებს. ამჟამად ავღანეთში, დაახლოებით 6 ათასამდე ბოევიკია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

როგორც კარასინმა აღნიშნა, არსებული ინფორმაციით, ავღანეთის 34 პროვინციიდან 25-ში "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები არიან დაფიქსირებულები.

კარასინის თქმით, ბოევიკებს შორის არიან ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები.

"გარწმუნებთ, რომ ეს მონაცემები "ჰაერიდან" არ ამიღია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გარდა ამისა, კარასინმა ისიც თქვა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" გარდა ავღანეთში პოზიციებს კიდევ ერთი ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანი" იკავებს.

"2015 წლის დეკემბერში, "თალიბანმა" ქალაქ კუნდუზზე კონტროლი რამდენიმე დღით მოახერხეს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, ტერორისტების დიდი ნაწილი თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებშია თავმოყრილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics