11:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 19:36:54, 4537 ნახვა

კულტურა
კინომცოდნე - თეატრის და კინოს უნივერსიტეტის დოცენტი ზურაბ მანაგაძე გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმოფობის შემდეგ, კინომცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანი ზურაბ მანაგაძე გარდაიცვალა.

ზურაბ მანაგაძემ 1994 - წელს დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის  კინოფაკულტეტი კინომცოდნის სპეციალობით

1969-74 - წლებში მუშაობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის  სახელობის თეატრში ჯერ ადმინისტრატორად, შემდგომ კი - სალიტერატურო ნაწილის გამგედ.

1990-97 - წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოფაკულტეტის დეკანატის ლაბორანტი, და შემდეგ - ფაკულტეტის დეკანი.

1997-2006 - წლებში მუშაობდა თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო  ინსტიტუტში ჯერ სასწავლო-მეთოდური განყოფილების გამგის მოადგილედ, ხოლო შემდეგ - ხელოვნების ფაკულტეტის დეკანად.

ინტეგრაციის შემდეგ,  2006 წლიდან დღემდე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა.                    

2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.  გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო შრომა, 100-მდე საგაზეთო სტატია. არის სამი წიგნის გამოცემის რედაქტორი, ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.

აქვს დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების, სასწავლო პროცესში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. შესრულებული აქვს რამდენიმე კინოროლი.

ზურაბ მანაგაძე 1950 წლის 12 აპრილს დაიბადა.            

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics