11:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-28 17:20:39, 1157 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი არასრულწლოვანი გაუშვეს ციხეში

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის ფარგლებში დაკავებულ კდიევ ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც  ცრუ ჩვენების მიცემაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გამოაცხადა. 

რადგან დაკავებული 18 წელს მიუღწეველია პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებულს დუმილი არ დაურღვევია.

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მარტს, სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

ბრალდებული 26 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს დააკავეს.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics