21:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-08 12:21:45, 661 ნახვა

მსოფლიო
რუსული ტანკერის ეკიპაჟში, რომელიც გუშინ ამერიკულმა ძალებმა დააკავეს, საქართველოს 6 იმყოფებოდა

რუსული მედიის ინფორმაციით, სანქცირებული რუსული ტანკერის ეკიპაჟში, რომელიც გუშინ ამერიკულმა ძალებმა დააკავეს, რუსეთის 2, საქართველოს 6 და კიდევ სხვადასხვა ქვეყნის 20, მათ შორის უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან.

აშშ-მ დააკავა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Bella 1, აშშ-ის სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობა იტყობინება. „გემი ჩრდილო ატლანტიკაში აშშ-ის ფედერალური სასამართლოს ბრძანების შესაბამისად დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადასტურა აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გემზე ასვლა. სამინისტროს განმარტებით, ინციდენტი ღია ზღვაში, ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული წყლების გარეთ მოხდა. ტანკერთან კონტაქტი ამჟამად დაკარგულია.

ჩამორთმეული ტანკერი ვენესუელასთან არის დაკავშირებული. დაკავების კომენტირებისას, პენტაგონის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ სანქცირებული ვენესუელის ნავთობის „ბლოკადა“ მთელ მსოფლიოში ძალაში რჩება. „როიტერის“ ცნობით, 2025 წლის დეკემბერში, „Bella 1“, რომელიც მაშინ პანამის დროშით ცურავდა, აშშ-ის საზღვაო „ბლოკადას“ გაცდა. აშშ-ის სანაპირო დაცვამ გემის ჩაჭერა პირველად დეკემბერში სცადა და ტანკერს ორ კვირაზე მეტია მისდევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics