15:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 14:57:55, 1586 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა, დაიღუპა 3 ადამიანი

25 ივნისის საღამოს რუსეთმა ხერსონის ოლქზე იერიში მიიტანა. შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 2 ადამიანი.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის თქმით, სოფელ კრასნი მაიაკში დაიღუპა 55 წლის კაცი, რომელსაც ოკუპანტების მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა.

გარდა ამისა სოფელ სოფიევკაში რუსებმა იერიში მიიტანეს სოფლის მეურნეობის საწარმოზე, შედეგად დაიღუპა 38 წლის კაცი.

კიდევ ერთი 1987 წელს დაბადებული კაცი დაიღუპა სოფელ ტავრიჩესკის დაბომბვის შედეგად.

ქალაქ ხერსონის დაბომბვისას დაიჭრა ორი ქალი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთი უკრაინის რეგიონებს ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics