11:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 11:36:09, 2156 ნახვა

რეგიონი
სულხან თამაზაშვილს დღეს ამტკიცებენ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებს არ უშვებენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი, მედიისთვის დახურულია.

ჟურნალისტების ნაწილი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრიბა და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. ამასთან, სოლიდარობას უცხადებენ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

„დაგვიკეტეს უმაღლესი საბჭოს კარები, ირჩევენ არალეგიტიმურ მთავრობის თავმჯდომარეს. ეს არის მესიჯი, რომ კიდევ უფრო ჩაიკეტება ჩაკეტილი სისტემა, პოლიციელს სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. ვერ ჩაიკეტებით. საზოგადოებისთვის ანგარიშის გაწევა მოგიწევთ”,- აცხადებენ შეკრებილები.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics