19:35 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 09:37:27, 720 ნახვა

სამართალი
წინასწარი ინფორმაციით, გლდანში ჩხუბის შედეგად სამართალდამცველი დაიჭრა

გლდანში გვიან ღამით ერთმანეთს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა. 

„რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ახალგაზრდები სვამდნენ, რა დროსაც ერთმანეთში შელაპარაკება მოუვიდათ.

ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბიჭებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, გავრცელებული ვერსიით, ერთერთმა ახალგაზრდამ პოლიციელს იარაღი წაართვა და გაისროლა. ადილობრივი მაცხოვრებლის თქმით, ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა  პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

ცნობილი ხდება, რომ ჩხუბის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიჭრა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ამ დრომდე არ ადასტურებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics