12:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 20:56:50, 1082 ნახვა

ომი უკრაინაში
მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთის ფედერაცია 8 თვის განმავლობაში შეიძლება დაეცეს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო და ეკონომიკური ძალა შეიძლება 8 თვის განმავლობაში კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცეს, თუ უკრაინა მნიშვნელოვნად გაზრდის შეტევებს და საერთაშორისო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.

„ასეთ შემთხვევაში, 2025 წლის ბოლომდე სრულიად ახალ რეალობას დავინახავთ. რუსეთის არმიამ, რომელიც უკვე დაკარგული რესურსების 50%-ს უახლოვდება, ვერ შეძლებს ფრონტზე ეფექტიანი იერიშების წარმოებას. მათი ჯავშანტექნიკისა და არტილერიის რესურსები კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდება, რაც მათ თავდასხმითი პოტენციალის სრულ გაქრობას გამოიწვევს,“ – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მრჩევლის თქმით, თუ საბრძოლო დანაკარგების მიმდინარე ტემპი წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რუსეთის არმია იძულებული გახდება ტოტალურად ჩასანგრდეს ფრონტის მთელ ხაზზე.

„რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკის მოცულობა 5-6-ჯერ ჩამორჩება მათ ყოველთვიურ დანაკარგებს. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტებს ვერ ექნებათ საშუალება, განახორციელონ ეფექტური შეტევები ფრონტის არც ერთ მიმართულებაზე. მათი „სახორცე შტურმები“ აზრს დაკარგავს, რადგან შეტევების განხორციელება ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი გახდება,“ – განაცხადა პოდოლიაკმა.

მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან რუსული არმიის გადარჩენის მცდელობები მხოლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება და უკრაინის ინტერესების დაცვას არანაირად არ უკავშირდება.

„დასავლეთისთვის ახლა მთავარი უნდა იყოს უკრაინის გადარჩენა და არა კრემლისთვის შეტევითი პოტენციალის შენარჩუნება,“ – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics