11:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 12:30:14, 1009 ნახვა

საზოგადოება
​უახლოეს ხანებში ფასანაური-მლეთას გზა გაიხსნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფასანაური-მლეთას საავტომობილო გზის გაწმენდა დაიწყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორაციით,  სამუშოების დაწყება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნა. 

რეჟიმის შეცვლისთანავე, გზის გაწმენდითი სამუშაოები მლეთა-გუდაურის მიმართულებითაც დაიწყება.ამ დროისთვის ქარბუქიდან გამოყვანილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზაზე ჩარჩენილი ყველა ადამიანი, შესაბამისი სამსახურებოს მიერ, ეტაპობრივად ხორციელდება მანქანების გამოყვანა.

ინტენსიური თოვა რეგიონში ისევ გრძელდება, რის გამოც, მოძრაობა შეზღუდულია ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის, ნინოწმინდა-ფარავნის მიმართულებით.მოძრაობა შეზღუდულია, ასევე, ხაიში-მესტიის მიმართულებით, თუმცა, გზის ამ მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა შესაბამისი ტექნიკა.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სრულად არიან მობილიზებულები დიდთოვლობის გამო გზებზე შექმნილი ყველა შეფერხების აღმოსაფრხვრელად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics