13:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 11:57:40, 1686 ნახვა

სხვადასხვა
ზელენსკი ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე - მესამე მსოფლიო ომი არ იქნება

„მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. უკრაინა თავის მიწაზე რუსეთის აგრესიას შეაჩერებს“. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომლის მიმართვა ოქროს გლობუსის ცერემონიაზე აჩვენეს.
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის 80-ე ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა 10 იანვარს ბევერლი ჰილზში, ნაჩვენები იყო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მესიჯი.

თავის გამოსვლაში მან გაიხსენა ოქროს გლობუსის დაჯილდოების წარმოშობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა და პარალელები გაავლო მიმდინარე ომთან.

„მეორე მსოფლიო ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა, ყველამ უკვე იცოდა ვინ გაიმარჯვებდა. წინ ჯერ კიდევ იყო ბრძოლები და ცრემლები, სწორედ მაშინ გამოჩნდა ოქროს გლობუსის ჯილდო 1943 წლის საუკეთესო მხატვრების პატივსაცემად, ახლა 2023 წელია, უკრაინაში ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სიტუაცია იცვლება. და უკვე გასაგებია ვინ გაიმარჯვებს. წინ ჯერ კიდევ ბრძოლები და ცრემლები გველის, მაგრამ ახლაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ვინ იყო შარშან საუკეთესო. ეს თქვენ იყავით, თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ხალხი. ვინც გაერთიანდა თავისუფალი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩვენს საერთო ბრძოლაში თავისუფლებისთვის“. - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მესამე მსოფლიო ომი არ იქნება.

„პირველ მსოფლიო ომში მილიონობით ადამიანი დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომმა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ეს არ არის ტრილოგია... უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას თავის მიწაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას ჰოლივუდის ვარსკვლავები ტაშით შეეგებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics