14:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-02 18:22:31, 841 ნახვა

სამხედრო
ნორვეგიამ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ეგიდით, დღეს ნორვეგიამ, რომელიც JTEC-ის ინიციატივის განხორციელებაში წამყვან ქვეყანას წარმოადგენს, JTEC-ის პირადი შემადგენლობას კომპიუტერული ტექნიკა საჩუქრად გადასცა. ნორვეგიული მხარდაჭერა ორგანიზაციის მოქნილობისა და არსებული შესაძლებლობების უფრო მეტად გაზრდას ემსახურება. ნორვეგიულმა მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ამჯერად პერსონალური კომპიუტერებით, ლეპტოპებით, პრინტერებითა და მოტოროლას რადიოსადგურებით, ასევე ინტერნეტის დაცვის სისტემით და კომუნიკაციების სხვა აღჭურვილობებით უზრუნველყო. ახალი კომპიუტერული ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს 2022-ი წლის სწავლების დაგეგმვისა და სრულყოფილად აღსრულებისთვის.

JTEC-ის შტაბში გამართულ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელენ სენდ ანდერსენი დაესწრნენ. კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი, JTEC-ის ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი კენეტ ბაკენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.

ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა JTEC–ის ჩამოყალიბებასა და დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციაში დასახული მიზნის მიღწევაში - გამხდარიყო მოწინავე ცენტრი როგორც წვრთნების, ისე შეფასების მიმართულებით საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics