2020-05-11 17:32:10, 7229 ნახვა
სხვადასხვა
ვაკის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, რაიონში ერთი საკალათბურთო და ოთხი კომბინირებული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები მოეწყობა, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N2-3 კორპუსების და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ კი, ფეხბურთის მოედნები განახლდება.
სამუშაოების შედეგად, დაიგება სპეციალური საფარი, ასევე ღობეები, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება.
სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის ღირებულება 423 000 ლარს შეადგენს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),