2020-05-09 10:43:22, 13286 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით დადასტურებული ახალი პაციენტი არ ჰყავთ, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი სამით გაიზარდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით დადასტურებული ახალი პაციენტი არ ჰყავთ, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი სამით გაიზარდა.
მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და კლინიკაში კვლავ ერთი კრიტიკული და ერთი მძიმე პაციენტი რჩება.
„ჩვენს ცენტრში აწევს 42 პაციენტი. აქედან ერთი არის შესაძლო შემთხვევა. ხოლო 41 დადასტურებული. ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოსულა. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა კვლავ უცვლელია . გვყავს 1 კრიტიკული და 1 მძიმე პაციენტი. ორივეს სიმძიმეს განაპირობებს თანაარსებული დაავადებები. ახალი გამოჯანმრთელებულებიდან 3 არის ჩვენი ცენტრის პაციენტი და სულ გვყავს 85 გამოჯანმრთელებული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,