13:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 22:49:37, 15011 ნახვა

ომი უკრაინაში
500-მდე გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სარფი", ,,ლაგოდეხი", ,,ვალე", ,,ნინოწმინდა'', ,,კარწახი'', ,,ბათუმის პორტის", ბათუმის აეროპორტის", ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" და ,,კარწახი-ახალქალაქი-სარკინიგზოს" 500-მდე მებაჟე ოფიცერს, გამოკვლევა ჩაუტარდა.

კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ნიმუშების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განუცხადა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად განხოციელდება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics