13:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 11:04:03, 994 ნახვა

მსოფლიო
აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებმა კვლავ ინტენსიური სახე მიიღო.

უკრაინული მედიის ცნობით, პრორუსი მებრძოლები უკრაინული ჯარის პოზიციებს ნაღმტყორცნებით უტევენ. განსაკუთრებით დაძაბული მდგომარეობაა ქალაქ მარიუპოლის მახლობლად.

Interfax-ის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად მარიუპოლში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმემ კი დაზიანებები მიიღო. სროლის ხმა ისმოდა დონეცკის მახლობლადაც.

თებერვალში მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში დღემდე დაძაბული ვითარებაა და საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics