11:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 19:06:10, 15133 ნახვა

High - Tech
კორონავირუსის პირობებში ევროპა მზის ელექტროენერგიის მოპოვებაში რეკორდებს ამყარებს

კოროვასირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო პანდემიის და კარანტინის გამო, ევროპის უდიდესი ქარხნები და ფაბრიკები დროებით დაიხურა. ამის შედეგად ღრუბლები, რომლებსაც მხუთავი აირი ქმნიდა გაიფანტნენ და მზის ბატარეები ბევრად უფრო ეფექტურად ამუშავდნენ-წერს Engadget.
ევროპის კონტინენტზე მზიანი ამინდებია და წინდახედული ოჯახები, რომლებმაც სახლებზე მზის ელექტროპანელები დაამონტაჟეს, მთლიანად გათავისუფლდნენ კომუნალური გადასახდელებისგან, რადგან ეს სისტემები იმდენ ენერგიას გამოიმუშავებენ, რომ ოჯახსაც ყოფნის და ნარჩენები ცენტრალურ გამანაწილებელში მიდის.
დიდ ბრიტანეთში ორშაბათს მზისგან მიღებულმა ელექტროენერგიის რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა (9,68 გვტ) ეს რაოდენობა ქვეყნის მესამედისთვის საკმარისია. იმავე დღეს პიკს გერმანიამაც მიაღწია, ქვეყანაში ჯამურად 32,23 გვტ "მწვანე ენერგია" გამოიმუშავეს.
ენერგეტიკოსების ვარაუდით, ყოველ მომდევნო გაზაფხულს ევროპაში მზისგან მიღებული ელექტროენერგიის კუთხით ახალი რეკორდები დაფიქსირდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ სულ უფრო და უფრო მერტი ევროპელი არჩევანს მზის ენერგიის საკეთილდღეოდ აკეთებს.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics