22:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-17 15:26:39, 565 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა

ოპოზიციის ალიანსმა საქართველოში მაღალ ფასებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საზოგადოებას საკუთარი ხედვა გააცნო. 

"დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეყანა იმართება არასწორად: სახელმწიფო ჩაფლულია კორუფციაში, არის დიდი რეგულაციური და საგადასახადო ტვირთი. არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, სახელმწიფო არის იზოლაციაში დემოკრატიული სამყაროსგან, რამაც საბოლოოდ გააჩერა გარედან შემოსული ინვესტიციები. სახელმწიფო სტრუქტურები, როგორიცაა ეროვნული ბანკი, ერთი პარტიის ინტერესების მსახურად იქცა, ხოლო ბიუჯეტი ივანიშვილთან დაკავშირებული კლანის მიერ პირწმინდად იძარცვება.

არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და კორუფცია პირდაპირ უძვირებს ბიზნესს ყველაფრის ფასს. განსაკუთრებით მტკივნეული პროდუქტების გაძვირება გახდა ნავთობის კრიზისის დაწყების შემდეგ. ყველა პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ესეთ დროს ცდილობს საკუთარ მოქალაქეებს შეუმსუბუქოს ცხოვრება და სწორი ნაბიჯები გადადგას: ზომები მიიღოს გადასახადების შემცირებით, რათა ფასების მყისიერი ზრდა შეაჩეროს, ასე მოიქცა  გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, ავსტრალია და ა.შ. ქართული ოცნება ამას არ აკეთებს, რადგან დიდი გადასახადები ბიუჯეტის შევსების ადვილ წყაროდ ესახება, ხოლო სავსე ბიუჯეტი ადვილად გასაქურდ ლუკმად". - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

ოპოზიციის ალიანსი ფიქრობს, რომ ფასებსა და მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას შემდეგი ფაქტორები ახდენს:

  • საგადასახადო ტვირთის ზრდა 24.8%-დან 26.7%-მდე;
  • ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთით, ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის ხელოვნური ზრდა (2013 - 2025) - 250-300% (3-4ჯერ მეტი ვიდრე ეკონომიკის ზრდა);
  • შიდა ვალის ზრდა (2012 - 2026) - 2 მლრდ -დან 12 მლრდ-მდე;
  • ინვესტიციების შემცირება: 2022 - 2 მლრდ$ - 2025 - 1.7 მლრდ $ (80% რეივესტიცია);
  • ბენზინზე აქციზის ზრდა: 2017-მდე 250 ლარი, ახლა - 500 ლარი;
  • დიზელზე აქციზის ზრდა: 2017-მდე 150 ლარი, ახლა 400 ლარი;
  • კორუფციული და კრიმინალური ხარჯი - ივანიშვილის რეჟიმის კორუფციული და კრიმინალური რეკეტის პირობებში, თანამდებობის პირების გამდიდრების მასშტაბი პირდაპირ აისახება მომხმარებლებისთვის მიწოდებული პროდუქტების და სერვისების ფასზე;
  • ოფიციალური რეგულაციურ-ბიუროკრატიული ტვირთი - ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ნაბიჯების მიღმა შემოღებული რეგულაციები (რისი ერთერთი მაგალითიც არის ლარიზაცია);
     

მათ საკუთარი ხედვა წარმოადგინეს, რა ნაბიჯებიც მყისიერად უნდა გადაიდგას ამ პრობლემის მოსაგვარებლად:

  • საწვავზე აქციზის განახევრება (2016 წლის ნიშნულზე დაბრუნება);
  • საშემოსავლო გადასახადის 1%-ით შემცირება;
  • დღგ-ის 1%-ით შემცირება;
     

"ამ ცვლილებებით ეკონომიკას ექნება დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარის მყისიერი საგადასახადო შეღავათი და ეს ფული დარჩება ხალხს, არ გახდება ქართული ოცნების ქურდი მმართველი კლანის ნადავლი. ეს, ასევე, მაშინვე გააიაფებს საწვავს დაახლოებით 20 თეთრით და დაგვეხმარება ფასების მყისიერი ზრდის თავიდან აცილებაში ან მინიმუმ, შეფერხებაში და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნაში". - წერია ალიანსის განცხადებაში.

ოპოზიციის ალიანსმა საშუალო და გრძელვადიანი ნაბიჯებიც დაასახელა, რაც მათი აზრით, უნდა გადაიდგას:

  • საგადასახადო ტვირთის და ბიუროკრატიის ზომის არსებითად შემცირება;
  • ეკონომიკის მოცულობასთან შიდა ვალის მოცულობის შეფარდების განახევრება.
  • ეროვნული ბანკის დეპოლიტიზება;
  • დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, რაც ყველა ჯანსაღი ეკონომიკური სისტემის უმთავრესი საფუძველია;
  • სისტემური კორუფციის და კრიმინალის გავლენის განეიტრალება ეკონომიკაში;
  • ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაციის გაღრმავება თავისუფალი, განვითარებული სამყაროს ეკონომიკასთან, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;
  • სახელმწიფო სერვისების გაიაფება;
  • ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ჩარჩოს მიღმა არსებული ბიუროკრატიული რეგულაციების გაუქმება.
     

ალიანსის ხედვის მიხედვით, მყისიერად რა მოცულობის ფული დარჩება ეკონომიკაში: 

  • საწვავზე აქციზის განახევრება (2016 წლის მდგომარეობა) - 400 მილიონი ლარი;
  • საშემოსავლო გადასახადის 1 პროცენტული პუნქტით შემცირება 20%-იდან 19% მდე - 400 მილიონი ლარი;
  • დღგ-ს შემცირება 1 პროცენტული პუნქტით 18% იდან 17% მდე - 700 მილიონი ლარი;
  • მოგების (15%) და დივიდენდის (5%) გადასახადის დივიდენდის ნაწილის 1 პროცენტული პუნქტით შემცირება რომ საშემოსავლოს შემცირებით წარმოქმნილი ხვრელი აღმოიფხვრას - 100 მილიონი ლარი;
  • ჯამურად: 1,6 მილიარდი ლარის მყისიერი საგადასახადო შეღავათი მოქალაქეებისთვის.

ალიანსმა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზეც ისაუბრა:

  • საბიუჯეტო პოზიცია “სხვა ხარჯების” 2,9 მილიარდიან 2,1 მილიარდამდე შემცირება, დანაზოგი 800 მილიონი ლარი;
  • ყველაზე გაუმჭვირვალე საბიუჯეტო ხარჯვითი პოზიცია რომელიც 2020 და 2021 წლებშიც კი ნაკლები იყო ვიდრე ჩვენ ვტოვებთ;
  • საბიუჯეტო პოზიცია “სუბსიდიების” 1,05 მილიარდიდან 700 მილიონამდე შემცირება - დანაზოგი 300 მილიონი ლარი;
  • სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილიდან “საქონელი და მომსახურება” 2,9 მილიარდიდან 2,4 მილიარდამდე შემცირება - დანაზოგი 500 მილიონი ლარი;
  • შემცირება არ ეხება სახელფასო პარამეტრებს და მართლწესრიგის და თავდაცვა & უსაფრთხოების სფეროებს;
  • დარჩენილი 2,4 მილიარდი დაახლოებით 1 მილიარდით აღემატება 2020 წლის დანახარჯებს იდენტური სერვისებისთვის;
  • ჯამური დანაზოგი: 1,6 მილიარდი ლარი;

"გვინდა, ფასების პრობლემაზე ვილაპარაკოთ, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს - განსაკუთრებით, ყველაზე ღარიბ ოჯახებს. ფასებთან დაკავშირებით რეჟიმის მხრიდან რამდენიმე პროპაგანდისტულ ხაზს ვხედავთ. ერთი, რომ თითქოს, ქვეყანაში ფასების კატასტროფული ზრდა გლობალური და რეგიონული პრობლემებითაა გამოწვეული. მეორე, თითქოს, საპარლამენტო და სამთავრობო კომისიები და სუპერმარკეტებში სუს-ის რეიდები ფასებზე რაღაცნაირად იმოქმედებს და მას დაწევს. ეს ყველაფერი ტყუილია. 

ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, სინამდვილეში რა არის მაღალი ფასების გამომწვევი მიზეზი და როგორაა ის პირდაპირ დაკავშირებული არსებული რეჟიმის მიზანმიმართულ პოლიტიკასთან, რომლის მიზანია არა ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება და მათ შორის, სახელმწიფოს ხელში არსებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტები მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება, რომ რეჟიმმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და ამის გამო, ფასების ზრდა ხდება, რაც მოქალაქეებს აღარიბებს". - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics