23:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 15:47:07, 956 ნახვა

პოლიტიკა
პეტრიაშვილი: რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურების ფონზე რატომ პასიურობს ხელისუფლება?

„რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურების ფონზე რატომ პასიურობს ხელისუფლება?“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებას.

პეტრიაშვილის თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებას მიესალმება და მთავრობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

„ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ისე ჩვენი არაკეთილმოსურნეებისთვისაც. ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები მივესალმებით ამ განცხადებას. მაგრამ სად არის მთავრობა? გაიმართა ნატო საქართველოს კომისიის სხდომა. რატომ ვიგებთ ამ შეფასებებს მხოლოდ ნატოს მხრიდან? შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი! რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურების ფონზე რატომ პასიურობს ხელისუფლება? იმედი იმისა, რომ არ ვილაპარაკებთ და საქმე ჩუმად თავისით გაკეთდება, გულუბრყვილობაა! ჯერ ამ შეფასებით შემოვიფარგლები! გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით, იაქტიურეთ! თქვენს საქმეს სხვა არ გააკეთებს! პასიურობისთვის მოგეთხოვებათ მთელი სიმკაცრით!“, - წერს ალექსი პეტრიაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics