2017-03-14 14:09:37, 4088 ნახვა
საზოგადოება კულტურა
შავი ზღვის ჯასფესტივალზე ყველა კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 400 ლარი იქნება, ხოლო JAMIROQUAI-ის-250 ლარი
შავი ზღვის ჯასფესტივალისთვის ბილეთები ზონების მიხედვით გაიყიდება.
კერძოდ, როგორც "ისთერნ ფრომოუშენის" დირექტორმა გიორგი კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქროს ზონაში 3-დღიანი ე.წ აბონიმენტის სახით იქნება ბილეთი შეკრული და სილვერ ზონაში თითო-თითო ბილეთი კონკრეტული დღეებისთვის გაიყიდება.
მისივე თქმით, ყველა კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 400 ლარი იქნება. აღნიშნულს გამოაკლდება 20%-იანი ფასდაკლება, რომელიც "თიბისი სტატუსს" გააჩნია და რომელსაც "თიბისის" კლიენტი აქტიურად იყენებს.
როგორც აღინიშნა, JOSS STONE-ის კონცერტის ბილეთის ფასი 100 ლარი იქნება, JAMIROQUAI-ის 250 ლარი, DE LA SOUL კი, 150 ლარი.
ყველაზე დიდი ზონა ოქროს ზონაა. შემდგომ არის სილვერ ზონა, ხოლო Vip ზონაში იქნება ის მაყურებელი, რომელიც შეიძინებს პაკეტს - სასტუმრო + ბილეთი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან