11:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 22:41:58, 959 ნახვა

სხვადასხვა
დღეს ღამის სამი საათიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დღეს ღამის სამი საათიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის პუშკინის ქუჩაზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს, მოძრაობა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით იზღუდება.

"ექსპრესნიუსი" თბილისის მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, დღეს ღამის სამი საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, ინერტული მასალის შეტანა და საყრდენი კედლის მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შეზღუდვა კვირას, 3 აპრილს მოიხსნება. პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებასა და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, აქედან გამომდინარე, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP" აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics