09:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-04 10:39:24, 720 ნახვა

საზოგადოება
ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები დაგლიჯა. გლდანში მე 8 ასევე მე 5 მიკრორაიონებში ქარმა ხეები მოგლიჯა, ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. ქარმა რამდენიმე ხე ასევე მოგლიჯა დიღომში.

4 თებერვალს, ოთხშაბათს საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით -5, 0°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით -6, -1°.

დედაქალაქში 4 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 20-25მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა 6 ° იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics