2016-03-11 16:57:27, 1291 ნახვა
Lifestyle
მარიამ საჯაია: საშიში მანიაკია ყველა ის ადამიანი ვინც გადაიღო, გაავრცელა, არ გამოიძიებს და არ დასჯის
საშიში მანიაკია ყველა ის ადამიანი ვინც გადაიღო, გაავრცელა, არ გამოიძიებს და არ დასჯის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ საჯაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსხვალ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„საშიში მანიაკია ყველა ის ადამიანი ვინც გადაიღო, კომპრომატად შეინახა, გაავრცელა, გააზიარა, არ გამოიძიებს და არ დასჯის.
ერთი მთავარი ადამიანია კიდე, რომელიც ამ ყველაფერს კომპლექსურად, ერთად ახერხებს“, - წერს მარიამ საჯაია.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. პირადი ცხოვრების ვიდეომასალა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ეკუთვნის.
ვიდეომასალა Youtube-ზე ცოტა ხნის წინ აიტვირთა და ამ დროისთვის უკვე წაშლილია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან