2015-02-09 14:09:44, 589 ნახვა
საზოგადოება
მართლმადიდებელი სამყარო უძღები შვილის კვირას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირის შემდეგ, უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს.
დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირიაკეს უძღები შვილის შვიდეული ეწოდება.
მართლმადიდებლურ ტაძრებში უძღები შვილის კვირა დღეს, სახარებიდან იმ ადგილს კითხულობენ, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს.
სახარების მიხედვით, უძღებმა შვილმა მამისგან საკუთარი წილი მოითხოვა, შვილმა მამისგან მიღებული წილი მიიღო და შემდეგ უცხო ქვეყანაში განცხრომით ცხოვრებაში გაფლანგა. შვილმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა და მამას პატიება სთხოვა. შვილის დაბრუნებით გახარებულმა მამამ შვილისთვის ნადიმი მოაწყო და ურძანა მოახლეებს ზვარაკები დაეკლათ.
აღდგომის დიდმარხვის დაწყებას ყველიერის კვირა უძღვის, ამ კვირაში მორწმუნეებს ხორცის მიღება ეკრძალებათ.
დიდმარხვა 23 თებერვალს დაიწყება და 12 აპრილს გახსნილდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან