2015-03-31 20:48:46, 1263 ნახვა
სხვადასხვა
შუახევის დასახლებულ პუნქტში 3,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დაბა შუახევში 3.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) თეა გოდოლაძემ განუცხადა, ეპიცენტრი სოფელ ლომანაურში იყო.
მისივე ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.
„ეს ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა არ არის, რომ რაიმეს ნგრევა გამოეწვია. ეს არის მხოლოდ შეგრძნებადი მიწისძვრა“, –აღნიშნა გოდოლაძემ.
„ექსპრესნიუსი“ შუახევის გამგებელს ტარიელ ებრალიძესაც დაუკავშირდა.
ტარიელ ებრალიძემაც დაადასტურა, რომ მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.
„როგორც ვიცი რაიმე ნგრევას ადგილი არ ჰქონია,ამ ეტაპზე ინფორმაციას ვაზუსტებთ. მაგრამ, ეს ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა იყო, რომ არ მგონია ნგრევა გამოეწვია“, – აღნიშნა ებრალიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან