11:48 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 16:39:26, 1587 ნახვა

სხვადასხვა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ალბომის "ქართული ხელნაწერი" ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება

11 მარტს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში  ალბომის "ქართული ხელნაწერი" ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია (ქართული ვერსიის პრეზენტაცია 2012 წლის დეკემბერში გაიმართა) გაიმართება.  

ალბომის როგორც ქართული, ასევე ინგლისური ვერსია დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. 

წიგნი შედგა შოთა რუთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის "ქართული ხელნაწერი წიგნი (ვებ-გვერდის შექმნა)" საფუძველზე.

წინამდებარე ალბომში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში (A, H, S, Q) დაცული V-XIX საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნები და უცხოეთის (სინას მთა, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო) ქართული კოლექციების ის ფოტომასალები, რომელთა გამოყენების უფლებასაც ფლობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ალბომში შესული ადიშის ოთხთავის მხატვრული ასლი შესრულებულია ავტორთა მიერ შედგენილი აღწერილობისა და მითითებების საფუძველზე. ყველა ეს ხელნაწერი თვალნათლივ ასახავს წიგნის, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენის, წარმოშობისა და განვითარების ისტორიას.

ალბომი გამიზნულია ქართული წერილობითი კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველებისათვის. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics