2015-02-26 10:26:25, 1483 ნახვა
სხვადასხვა
ფინანსთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება
ფინანსთა სამინისტროსთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგელები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას აპროტესტებენ.
„პირველი ჩვენი მოთხოვნა არის ფინანსთა მინისტრის გადადგომა. არავითარი "სავალუტო ფონდი." ბიძინა ივანიშვილმა ჩადოს დაპირებული მილიონები ქართულ ეკონომიკაში და ეს პრობლემაც მოგვარდება. დღეს ჩვენ შევეცდებით, ფინანსთა მინისტრს ცოტა დისკომფორტი შევუქმნათ. არა რაღაც ბუნდოვანი პასუხები, არამედ კონკრეტული, როდის დაუბრუნდება ლარი ისეთ კურსს, რომ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იქნება," - განაცხადა ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წევრმა ბეჟან გუნავამ.
ამასთან, აქციაზე იმყოფება „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა.
აქციას „თავისუფალი საქართველოს“ , „რეფორმატორებისა“ და „ქრიასტიანული-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები მართავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან