2015-01-08 16:18:44, 2064 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთმა Charlie Hebdo-ზე თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საფრანგეთის მოსახლეობა სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის დროს დაღუპული 12 ადამიანის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, მოქალაქეები პარიზში და საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც შეიკრიბნენ და საეკლესიო ზარების ფონზე გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.
ცნობილია, რომ ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან