15:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 19:27:52, 1455 ნახვა

სამხედრო
პროექტი „საქართველო IV“ დაიწყო

პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდითა და ნატო-ს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში  ახალი პროექტი „საქართველო IV“ დაიწყო.
ნატოს ნდობის ფონდის პროექტების მენეჯერი დევიდ თაუნდროუ დღეს გორის რაიონის სოფელ სკრაში ჩავიდა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სოფელ სკრას მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის განხორციელებისთვის ყველა საჭირო ტექნიკა მობილიზებულია და სათანადოდ გაწვრთნილი სამხედრო ინჟინრები განაღმვითი სამუშაოების დასაწყებად უკვე მზად არიან.
პროექტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, სოფელ სკრაში საცავის აფეთქების შედეგად გაბნეული საბრძოლო მასალების მოძიებას, გამოტანას, დახარისხებას, საფრთხისშემცველი ნაწილების უტილიზაციას,  განადგურებასა და ტერიტორიის დასუფთავებს ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში ამოღებული საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფა შეამცირებს დაზიანებული მასალების აფეთქების რისკს, რომელიც   ადგილობრივ მოსახლეობასა და საერთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალს უქმნის საფრთხეს.  „საქართველო IV”-ის განხორციელების  შედეგად, სოფლის მაცხოვრებლებს მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, საქართველომ ნატო-ს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოსთან თანამშრომლობა 2002 წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა პარტინიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის სამი პროექტი - ”საქართველო I”, ”საქართველო II” და “საქართველო III”.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics