10:18 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 14:36:21, 1146 ნახვა

მსოფლიო
„ნორმანდიულ ფორმატში“ პუტინის მონაწილეობა კრემლმა დაადასტურა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობა მინსკის „ნორმანდიულ ფორმატში“   დონბასში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კრემლმა დაადასტურა.
ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის პრესსამსახური ავრცელებს.
 პუტინის პრესსამსახურის ცნობით, კრემლის პირველი პირი მინსკში დღეს გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს  „ნორმანდიული  ფორმატის“ მოლაპარაკებებში.
შეგახსენებთ, რომ „ნორმანდიულ ფორმატში“ ოთხი ლიდერის შეხვედრა დღს მინსკში გაიმართება.
 ერთმანეთს უკრაინის  პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი  ვლადიმერ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი  შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics