04:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-06 12:10:23, 1620 ნახვა

ზურაბ ხარატიშვილი - შეუძლებელია დაუბალანსებელი ოქმი ვებ საიტზე შემთხვევით აიტვირთოს და შეჯამებაში მონაწილეობა მიიღოს

გაერთიანებული ოპოზიციის ‘’ძალა ერთობაშია’’ წარმომადგენელმა ცესკოში, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ შეუძლებელია დაუბალანსებელი ოქმი ვებ საიტზე შემთხვევით აიტვირთოს და შეჯამებაში მონაწილეობა მიიღოს.

„საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების შესახებ, რომელთა დაკავშირებით არის ერთი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსი - შეუძლებელია დაუბალანსებელი ოქმი ვებ საიტზე შემთხვევით აიტვირთოს და შეჯამებაში მონაწილეობა მიიღოს.

დადგენილი წესით, ცესკოში ოპერატორებს უბნის შემაჯამებელი ოქმის მონაცემები დათვლის პროგრამაში შეჰყავთ, სადაც სისტემა ავტომატურად ბალანსს აკონტროლებს და შეტყობინებას შეცდომის შესახებ იძლევა. ანუ გამორიცხულია დაუბალანსებელი ოქმი საიტზე აიტვირთოს თუ ცესკოში გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა ეს შეგნებულად არ გააკეთა.

დაუშვებელია უბნის შემაჯამებელი ოქმის შედეგების შეჯამება, თუ ოქმის მონაცემები არ ბალანსდება, ამ ბალანსის დარღვევის მიზეზების გარკვევამდე და აღმოფხრამდე.

ვინ და რატომ მოახდინა დათვლის სისტემის ჯამის კონტოლის ფუნქციის იგნორირება და დაუბალანსებელი უბნის შემაჯამებელი ოქმების შედეგების შეჯამება უპირობოდ?

მოვითხოვთ, ამომრჩეველის, მონაწილე სუბიექტებისა და დამკვირვებლების არჩევნების შედეგებისადმი ნდობის აღსადგენისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგას:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, და კერძოდ მისმა თავმჯდომარემ, უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული

ნდობის ჯგუფის დაშვება, ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემაში (აიტი) ოქმების ატვირთვისა და შეჯამების მოდულის აიტი აუდიტის მიზნით’’, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics