2015-01-05 14:17:07, 2082 ნახვა
მსოფლიო
ზიგმარ გაბრიელი: რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება, სიტუაციის დესტაბილიზაციას და ქაოსს გამოიწვევს
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, სიტუაციის დესტაბილიზაციას და ქაოსს გამოიწვევს, - ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა.
„ჩვენ გვსურს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება და არა რუსეთის მუხლებზე დაყენება“, - განაცხადა გაბრიელმა.
მისი თქმით, ბერლინის მიზანი რუსეთის პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ქაოსამდე მიყვანა არ არის.
„მათ, ვისაც სურს რუსეთში ქაოსი, მთელი ევროპისთვის საშიშ სიტუაციას მიიღებენ. სანქციების მიზანი რუსეთის მოლაპარაკებების სკამთან დასმაა“, - განაცხადა გაბრიელმა და აღნიშნა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა.
აღსანიშნვია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან