11:47 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 18:42:13, 934 ნახვა

Lifestyle
მინისტრის თანაშემწე: ნიკანორ მელიამ მიჩქმიტა მუცელზე ე.წ. ღიპზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანაშემწის ოთარ აბესაძის განცხადებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით, მინისტრთან მშობლების შეხვედრაზე უმრავლესობას „თავისუფალი ზონისა“ და“ ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წარმოადგენდნენ.

როგორც აბესაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, იმ დროს, როცა შეკრებილების განათლების მინისტრთან ასაყვანად ჩავიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკანორ მელიამ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სასკოლო ასაკთან დაკავშირებით მოვიდა მშობელთა საინიციატივო ჯგუფი. ამ საკითხზე გაიმართა მინისტრისა და მათი შეხვედრა. მშობლებთან ერთად, მოდი ესე ვიტყვი მშობლებზე მეტი იყვნენ თავისუფალი ზონის და ნაციონალური მოძრაობის წევრები. მინისტრთან შეხვედრაზე ასაყვანად ჩავედი მე სადაც ვესაუბრე დეპუტატ კობა სუბელიანს და ნაც. მოძრაობის წევრ ნიკანორ მელიას. ცხადია მათ სურდათ "შოუ" და პროვოკაცია რასაც ვერ მიაღწიეს და ამ დროს ბ-ნი ნიკანორი დისკუსიის დასრულებისას მომიახლოვდა, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ( მიჩქმიტა მუცელზე ე.წ. ღიპზე ბ-ნი ნიკანორი სავარაუდოდ არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. (ყნოსვით მივხვდი ცხადია ამ პროვოკაციას არ წამოვეგე და ვიდეოს ბოლოში კობა სუბელიანს მივმართავ რომ თავის თანაპარტიელ ბ-ნ ნიკანორ მელიას ასწავლოს, რომ შეხვედრებზე ოპონენტს არ უნდა უჩქმიტოს. დანარჩენს დაწვრილებით დღეს 21:15 წუთზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ბატონ დავით აქუბარდიას გადაცემაში დეტალურად აღვწერ შეხვედრას და „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ პროვოკაციმინის“,-წერს ოთარ აბესაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics